logo
ENG



სამხრეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

22 ივნ 202214:34
3 წუთის საკითხავი
clock 357
2022/06/22/a4v31ai2clldr1j.jpg

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, სამხრეთ უკრაინაში, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონების საზღვრებთან, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

რეგიონული ხელისუფლების თქმით, რუსული სამხედრო ძალები მიკოლაივის რეგიონს ბომბავდნენ და ამასთან, ზედიზედ ორი დღე ქალაქი ბერეზნეჰუვატე ცეცხლის ქვეშ მოექცა.

უკრაინის მთავრობა აღნიშნავს, რომ რეგიონის საზღვრის გასწვრივ, რამდენიმე სოფელში მძიმე ბრძოლები მიდის. გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონის რეგიონში არაერთი აქტივისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტია გატაცებული.

"ოკუპანტები სულ უფრო და უფრო ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ," - განაცხადა უკრაინის ხელისუფლებამ.


close დახურვა