logo
ENG



აზოვსტალის მცველის და: ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროების 99% მძიმედაა დაშავებული

30 ივნ 202209:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/30/j0vr7p9o0fx4e4q.jpg

დატყვევებული აზოვსტალის დამცველის, სერგეი ვოლინას დის, ტატიანა ხარკოს ინფორმაციით, სამხედროებით 99%-ს, რომლებიც რუსების ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. 

მისი თქმით, გათავისუფლებული სამხედროების ნაწილს კიდურები არ აქვთ, ზოგიერთ მებრძოლს არ ესმის და ვერ ხედავს და ყველა დამცველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

"თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს. ზოგი ვერ ლაპარაკობს. ამ ბიჭებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გამოკვლევა ესაჭიროებათ", - ამბობს ხარკო.

მისივე თქმით, თავად ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ და ოჯახს მასთან არც კონტაქტი აქვს და არც მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობს.

გუშინ, უკრაინამ 144 სამხედრო ტყვე დაიბრუნა, მათგან 95 აზოვსტალის მცველია.

რუსეთის ტყვეობაში, სულ მცირე, 1000 ჯარისკაცია, აზოვსტალში მებრძოლების ჩათვლით. 

ქალაქი მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოექცა. ასობით მებრძოლმა და სამოქალაქო პირმა აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას შეაფარა თავი, რომლის აღებასაც რუსეთი არაერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა. 

აზოვის ფოლადის ქარხანას 3 თვის განმავლობაში აზოვის ბატალიონი და 36-ე ქვეითი ბრიგადა იცავდა. ეს ერთადერთი ადგილი იყო მარიუპოლში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა. რუსეთის არაერთი შეტევის შემდეგ, 21 მაისს, მარიუპოლის მცველებმა ბრძოლა შეწყვიტეს, ვინაიდან ბლოკადის და მუდმივი შეტევის პირობებში საომარი მოქმედებების გაგრძელება შეუძლებელი და უშედეგო იყო. 

ქარხანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო სამოქალაქო პირების ევაკუაცია პირველ მაისს დაიწყო. 16 მაისს უკრაინამ დაადასტურა, რომ აზოვსტალიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლები გაიყვანეს, რომლებსაც მოგვიანებით რუს ტყვეებში გაცვლიან. მარიუპოლიდან გადაასვენეს 230 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი. 


close დახურვა