logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალები იზიუმისა და სლოვიანსკის მიმართულებით დაწინაურდნენ

06 ივლ 202209:15
3 წუთის საკითხავი
clock 810
2022/07/06/2qfjza1nkcgmwki.jpg
18 მარტი, 2022 წელი - იზიუმი, ხარკივი
Chris McGrath / Getty Images

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ქალაქ ლისიჩანსკსა და ლუჰანსკის რეგიონზე კონტროლს ინარჩუნებს. აღმოსავლეთსა და დასავლეთის დანარჩენი, ხელმისაწვდომი რუსული დანაყოფები კი იზიუმის ღერძზე არიან კონცენტრირებული.

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ხარკივის ქალაქი იზიუმის მიმართულებით რუსული ძალები დაახლოებით 5 კილომეტრით დაწინაურდნენ.

„გასულ კვირაში, რუსული ძალები, სავარაუდოდ, დამატებით 5 კმ-მდე დაწინაურდნენ იზიუმიდან მთავარ E40 გზაზე, უკრაინის ძალიან მტკიცე წინააღმდეგობის ფონზე“ - აცხადებს უწყება.

გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის ცნობით, რუსული ძალები ახლა, სავარაუდოდ, 16 კმ-მდე მანძილზე არიან დონეცკის ქალაქი სლოვიანსკიდან.

ბრიტანეთის ცნობით, ვინაიდან ქალაქი რუსეთის ცენტრალური და სამხრეთის დანაყოფების მხრიდან საფრთხის ქვეშაა, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლოვიანსკში დაპირისპირება შემდეგი მნიშვნელოვანი შეტაკება იქნება დონბასისთვის ბრძოლაში.


close დახურვა