logo
ENG



პატიმრობიდან გაათავისუფლეს პოლიციელი, რომელიც უყურებდა, როგორ სცემდა მეწყვილე შშმ პირს

14 ივლ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/jda59oo4z441ly4.jpg

პატიმრობიდან გაათავისუფლეს პატრულ-ინსპექტორი, რომელიც უყურებდა, როგორ სცემდა მისი მეწყვილე მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს. 

იანვარში მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროში, ისნის სადგურზეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი არასრულწლოვანს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ვიდეოში ჩანს მეორე პოლიციელიც, რომელიც ძალადობას უყურებს, თუმცა კოლეგის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.

საქმეზე შსს-ს ორი თანამშრომელი - კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე დააკავეს. ბაკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინეს. რაც შეეხება ბაქრაძეს, მას ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული 5-დან 10-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა