logo
ENG



რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

30 ივლ 202213:41
3 წუთის საკითხავი
clock 1093
რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

30 ივლისს რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 

ლატვიური გაზის გადამცემი ოპერატორის, Conexus-ის მონაცემები ასევე ადასტურებს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება 30 ივლისიდან შეჩერებულია. 

მანამდე გაზპრომმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, დანიასა და ნიდერლანდებს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ითხოვდა.

რუსეთმა ასევე შეაჩერა გაზის მიყიდვა გერმანული კომპანია Shell Energy Europe-ისთვის

გაზპრომის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას წყვეტს პირობების დარღვევის გამო, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა დარღვევებზეა საუბარი. 

წინა დღეს ლატვიურმა ენერგოკომპანიამ Latvijas Gaze ​განაცხადა, რომ აგრძელებს გაზის შესყიდვას რუსეთიდან და რომ საფასურს ევროში იხდის. 

27 ივლისს გაზპრომმა მკვეთრად შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream მილსადენით და ეს აუცილებელი სამუშაოებით ახსნა. ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ენერგომომარაგებას შანტაჟის იარაღად იყენებს.

მიმდინარე კვირას ევროკავშირი ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდა, რათა ზამთრისთვის მარაგი შეინარჩუნონ. 


close დახურვა