logo
ENG



უკრაინულმა მხარემ რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქში სოფელი დიბრივნე გაათავისუფლა

05 აგვ 202211:44
3 წუთის საკითხავი
clock 890
2022/08/05/qf2kk1ca5jwfw9x.png

93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა რუსი ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქში იზიუმის სიახლოვეს მდებარე სოფელი დიბრივნე გაათავისუფლეს. 

ბრიგადის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ გამოიყურება სოფელი ოკუპანტებისგან განთავისუფლების შემდეგ.

უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, როდესაც რუსი ოკუპანტები სოფლიდან გარბოდნენ, საკუთარი ტექნიკა დატოვეს.

"ბრიგადამ მტერი სოფელ დიბრივნედან გაყარა და ფრონტის ხაზი გადაწია. მომარაგებას მოკლებული ოკუპანტები გარბოდნენ და ტექნიკას ტოვებდნენ, თუმცა წასვლის წინ სოფელი ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით კარგად დანაღმეს."- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა