logo
ENG


კობახიძე: 1968-ში სსრკ-მ დაიპყრო ჩეხოსლოვაკია, ამის გამო ბაბუაჩემი ცუდი კაცი ხომ არ იყო?
  • 1320ნახვები

1968 წელს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ჩეხოსლოვაკია, ამის გამო ბაბუათქვენი, ან ბაბუაჩემი ხომ არ იყო ცუდი კაცი? აქ მარტივ რაღაცაზეა საუბარი. როდესაც ქსენოფობიური კამპანია არის აგორებული და ცდილობენ ზიზღის გაღვივებას რიგითი რუსის მიმართ, ეს არის სამარცხვინო ქმედება ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარდა იმისა, რომ ერთადერთი მიზანი რასაც ეს ემსახურება არის უბიძგონ ქვეყანას ომისკენ. ეს არის სამარცხვინო, ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ოპოზიცია ითხოვს. ამ მოთხოვნით პეტიციას გავრცელდა, რომელსაც რამდენიმე საათში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.



ასევე ნახეთ
close დახურვა