logo
ENG


ერდოღანმა პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

06 აგვ 202216:58
3 წუთის საკითხავი
clock 374
ერდოღანმა პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა.

ერდოღანის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, რათა მხარეები სტამბულში, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ერდოღანის თქმით, ბრძოლის ველზე არსებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად, მას სჯერა, რომ კონფლიქტი მოლაპარაკების გზით მოგვარდება.

“მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არ იარსებებს ომში გამარჯვებული. მიუხედავად სირთულეებისა ბრძოლის ადგილზე, მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიჭრება. მე ბატონ პუტინს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მის შეხვედრას ბატონ ზელენსკისთან. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ჩვენს შავი ზღვის პარტნიორთან და რუსეთთან ყველა მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას” – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

close დახურვა