დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა.
მათი 0.4% ქალია, 1.4% - კაცი.
სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი (%) თბილისში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდა.
NCDC-ის ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა.
გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები.