logo
ENG



მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

10 აგვ 202211:56
3 წუთის საკითხავი
clock 681
2022/08/10/16vdfqwphocki1b.jpg

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

"ღამით, დაახლოებით 01:40 საათზე, მტერმა მიკოლაივი დაბომბა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა," - თქვა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კიმის თქმით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან დარტყმები ასევე საწარმოს ტერიტორიაზე განხორციელდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა