logo
ENG



მედვედევი ოკუპირებულ ლუჰანსკში ჩავიდა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარა

12 აგვ 202201:02
3 წუთის საკითხავი
clock 592
2022/08/12/zmzckw2ved6mv1o.jpg

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინის ოკუპირებულ ლუჰანსკში ჩავიდა. ინფორმაცია მედვედევის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

მან ლუჰანსკში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარა. ადგილზე ჩასვლისას მედვედევი ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკის" ე.წ ხელმძღვანელს ლეონიდ პასეჩნიკს და ასევე, დონეცკის "სახალხო რესპუბლიკის" ე.წ ხელმძღვანელს დენის პუშილინს შეხვდა.

მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინის დავალებით ჩაატარა.

მედვედევი ამბობს, რომ შეხვედრას ასევე რუსეთის გენერალური პროკურორი , პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ეფესბეს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი ესწრებოდა.

როგორც მედვედევმა თქვა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება "დონეცკისა და ლუჰანსკის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაახლოებას დაეთმო".


close დახურვა