logo
ENG



ФСБ აცხადებს, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნეს, ბრალს უკრაინის სპეცსამსახურს სდებენ

22 აგვ 202215:27
3 წუთის საკითხავი
 

რუსული ФСБ აცხადებს, რომ გახსნეს დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს. 

მათი მტკიცებით, მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკია, რომელიც "დანაშაულის ჩადენის შემდეგ ესტონეთში მიიმალა". 

ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია ТАСС-მა გაავრცელა

გამოცემის თანახმად, ფსბ-ის განცხადებით: 

"ნატალია ვოვკი რუსეთში 2022 წლის 23 ივლისს ჩავიდა 2010 წელს დაბადებულ ქალიშვილთან, შაბან სოფიასთან ერთად. "მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბან სოფია იმყოფებოდნენ ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე "ტრადიცია", რომელსაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. 21 აგვისტოს, დუგინას მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado-ს დისტანციურად აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვსკის რეგიონის გავლით ესტონეთში გაეგმზავრნენ"

სპეცსამსახურის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობის ორგანიზებისა და ინფორმაციის მოპოვებისთვის ვოვკმა შვილთან ერთად მოსკოვში ბინა იმავე კორპუსში იქირავა, რომელშიც დუგინა ცხოვრობდა. ის გამოიყენებდა მანქანას მინი კუპერი.

მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს. იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო. 

დარია დუგინა დაიღუპა. 

21 აგვისტოს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს. 

მანამდე რუსმა პროპაგანდისტებმა დუგინას მკვლელობაში უკრაინას დაადანაშაულა, ოფიციალურმა კიევმა კი დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყოუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ტერორისტული სახელმწიფო არაა, ამასთან, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს. 


close დახურვა