logo
ENG



პუტინის მუქარის მიუხედავად, ევროკავშირი გეგმავს, რუსული გაზის იმპორტზე ფასის ზღვარი დააწესოს

07 სექ 202223:38
3 წუთის საკითხავი
clock 1316
2022/09/07/lyrn6toftjd0c0y.png

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ წარმოადგინა წინადადება რუსული გაზის იმპორტის ფასზე ლიმიტის დაწესების შესახებ. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ამ იდეას ვლადიმირ პუტინმა სისულელე უწოდა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსული ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა, რამაც ევროკავშირის 27 ქვეყანას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აიძულა. 

"ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რასაც პუტინი ამ საშინელი ომის დასაფინანსებლად იყენებს". - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

თუმცა, პუტინის თქმით, რუსეთს შესაბამისი რეაგირება ექნება - თუ ევროკავშირი რუსული ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარს დააწესებს, რუსეთი გაზის მიწოდებას საერთოდ შეაჩერებს. 

"ჩვენ არ მივაწოდებთ მათ გაზს, ნავთობს, ქვანახშირს, გასათბობ ზეთს - არაფერს". - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. 

ევროპელი ლიდერები რუსეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ გაზის ექსპორტის საკითხს დასავლური სანქციების საპასუხო იარაღად იყენებს. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფს, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც ბუნებრივ აირს ჩრდილოეთ გერმანიაში აწვდიდა, ქვეყანამ 1-ლ სექტემბერს გაურკვეველი ვადით შეაჩერა. 


close დახურვა