logo
ENG



EWN: როგორ დაეხმარა კეზერაშვილი უკრაინულ დიასპორას აშშ-დან ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვაში

21 სექ 202221:40
3 წუთის საკითხავი
clock 1181
2022/09/21/37r2ve81gh6jzo5.png

გამოცემა EuroWeekly აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ადამიანები უკრაინას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ვრცელ მასალაში გამოცემა ყვება, როგორ შეაგროვა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი აშშ-ში მცხოვრებმა ქალმა, აქსენია კრუპენკომ და როგორ დაეხმარა მას ამ ტვირთის უკრაინაში ჩატანაში დავით კეზერაშვილი. 

"რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებასთან ერთად ჰუმანიტარული საჭიროებებიც იზრდება. 

საერთაშორისო საზოგადოებამ აჩვენა უკრაინელი ხალხის მიმართ თავისი მხარდაჭერა დახმარების მობილიზებით არა მხოლოდ უკრაინის, არამედ იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. 

მოხალისეები მთელი მსოფლიოდან გაერთიანდნენ, რათა უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ". - წერს გამოცემა. 

EuroWeekly აღნიშნავს, რომ აშშ-ში ასეთი აქსენია კრუპენკოა, ვაშინგტონში მცხოვრები უკრაინელი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციას, Revival Foundation-ს უძღვება და რომელმაც წარმატებით მოახერხა აშშ-დან უკრაინაში 150 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გადაეზიდა

"კრუპენკომ შეძლო, ჩამოეყალიბებინა დახმარების პროგრამა, რომლითაც გადალახა ბიუროკრატიისა და ფულადი სახსრების საკითხები ასობით მოხალისის დახმარებით და უკრაინული და ქართული დიასპორის მხარდაჭერით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერშვილის გულუხვი შემოწირულობის ჩათვლით". - ნათქვამია სტატიაში. 

ოპერაციის ადრეული ეტაპები

ომის პირველ დღეებში აქსენია კრუპენკომ დააარსა საქველმოქმედო ფონდი Revival, რომელიც სწრაფად იქცა აშშ-დან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების, მობილიზებისა და კოორდინაციის ცენტრად.

მან მუშაობა უკრაინულ დიასპორებთან დაიწყო, შემოწირულობები კი თავდაპირველად მის ბინაში, ვაშინგტონში შეგროვდა. ბინამ გამოგზავნილი დახმარება მალე ვეღარ დაიტია, საჭირო გახდა მეტი ადგილი. ერთმა დონორმა მას თავისი სასაწყობე სივრცე შესთავაზა მერილენდში. თუმცა, მალე ისიც შეივსო, ამიტომ ჩანაცვლდა უფრო დიდი საწყობით, სხვა გულუხვი დონორის დახმარებით. 

მეორე მხრივ, ამ მარაგების უკრაინაში გადაზიდვა აღმოჩნდა რთული პრობლემა მრავალი დაბრკოლებით

შეერთებული შტატების ყველა ძირითადი სატვირთო ავიაკომპანია სრულად იყო დაჯავშნილი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ერთი ფრენის სავარაუდო ღირებულება კი 1 მილიონი დოლარი გახლდათ.

კრუპენკო მიხვდა, რომ ერთი თვითმფრინავი საკმარისი არ იქნებოდა, ხოლო ამ რაოდენობის ფულის შეგროვება გადაზიდვებისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო. შედეგად, Revival Foundation-ის გეგმები პირველი ტვირთის გაგზავნის შესახებ შეჩერდა.

უკრაინული ავიაკომპანია Windrose-ის წვლილი ტრანსპორტირებაში

საჰაერო სივრცის დახურვამ აშშ-ში დაფუძნებულ ავიაკომპანიებისთვის შექმნა მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირების კუთხით. ამერიკული ავიაკომპანიების გამოყენებით გადაზიდვა ძვირი და დროში გაწელილი პროცესი აღმოჩნდა. კრუპენკომ ასევე გამორიცხა გადაზიდვის სხვა ვერსიები, მაგალითად, საზღვაო, დროის გამო - ზღვით წამოსული ტვირთი უკრაინამდე დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიაღწევდა. 

თუმცა, იმან, რაც შეუძლებელი ჩანდა ადამიანების უმეტესობისთვის, კრუპენკო ვერ შეაჩერა. ის დაუკავშირდა თავის უკრაინელ მეგობრებს აღმოსავლეთ ევროპის ავიაკომპანიებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით. თავისი კავშირების გზით, ის გავიდა იგორ სმელიანსკიმდე, უკრაინული საფოსტო სააგენტოს, Ukrposhta-ს აღმასრულებელ დირექტორამდე, რომელმაც შესთავაზა ჰუმანიტარული ტვირთის პოლონეთის გზით გადაზიდვა. 

იგორმა გამოიყენა თავისი პარტნიორობა Windrose-თან, უკრაინულ ჩარტერულ ავიაკომპანიასთან, რომელსაც გადაჰქონდა საფოსტო გზავნილები და ექსპორტი პოლონეთიდან შეერთებულ შტატებში. 

სმელიანსკიმ Windrose-ს შესთავაზა, გადაეტანა აქსენია კრუპენკოს ჰუმანიტარული დახმარება აშშ-დან პოლონეთში მაშინ, როცა განრიგით გათვალისწინებული ფრენა მოუწევდა. ტვირთს თვითმფრინავში უკრპოშტა აზიდავდა და პოლონეთის საზღვრის გავლით უკრაინაში გადაიტანდა.

შეთანხმების მიხედვით, ტვირთი შეფუთული იქნება აშშ-ში უკრაინული კომპანია Dnipro LLC-ის, ლიცენზირებული გადამზიდავი აგენტის მიერ, რომელიც კონფლიქტის დაწყებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში მონაწილეობს.

ეს ნიშნავდა, რომ Windrose Airlines არა მხოლოდ აგვარებდა ტვირთის აშშ-დან უკრაინაში ჩატანის ლოგისტიკურ პრობლემას, არამედ ამას აკეთებდა 250 ათას აშშ დოლარად, რაც არამომგებიანი ფასია. 

კრუპენკოს ესმოდა, რომ პირველი გადაზიდვის წარმატებით განხორციელება დონორებს მეტ მოტივაციას მისცემდა შემდგომი დახმარებებისთვის

პირველი ფრენის ღირებულება დავით კეზერაშვილმა გადაიხადა

აქსენია კრუპენკოს პირველი საჰაერო გადაზიდვის ფინანსური პრობლემა ქართულ დიასპორასთან კავშირების წყალობით მოგვარდა.

თემურ იაკობაშვილმა - საქართველოს ყოფილმა ვიცე პრემიერმა და Revival Foundation-ის თანადამფუძნებელმა აქსენია კრუპენკო დავით კეზერაშვილს დააკავშირა - ბიზნესმენს და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს. 

როგორც ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ომის დაწყებიდანვე მიხვდა ვითარების სერიოზულობას და უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობას. 

მისი კუთვნილი ტელეკომპანია, FormulaTV, რომელიც საქართველოში, თბილისში მუშაობს, აქტიურად უდგას სათავეში უკრაინის მხარდაჭერის კამპანიას. ამავდროულად, ომს მუდმივად ტოვებს ქვეყნის ეროვნული დღის წესრიგის სათავეში.  

Formula-მ წლის დასაწყისში შექმნა უკრაინის მხარდაჭერის ფონდი, რომელსაც მფლობელმა 500 ათასი ლარი შესწირა. მხარდაჭერის ეს ფონდი სწრაფად იქცა საქართველოდან თანხებისა და არალეტალური მარაგების მობილიზების არხად. დახმარება თანმიმდევრულად იგზავნება ლვოვში პოლონეთის გავლით.


close დახურვა