logo
ENG



უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 418 ბავშვი დაიღუპა

04 ოქტ 202213:32
3 წუთის საკითხავი
clock 318
2022/10/04/u1ji5cau2rl8whl.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 416 ბავშვი დაიღუპა, 786 კი დაშავდა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 404
  • ხარკივი - 251
  • კიევი - 116
  • მიკოლაივი - 75
  • ჩერნიგოვი - 68
  • ლუჰანსკი - 64
  • ხერსონი - 57
  • ზაპოროჟიე - 50
  • დნეპროპეტროვსკი - 30

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2562 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 295 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა