logo
ENG



TI: ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 კომპანიის მეწილეები არიან და ფლობენ არაერთ ქონებას

05 ოქტ 202213:15
3 წუთის საკითხავი
clock 1517

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ქართული ოცნებიდან ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან და ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს.

ჯაფარიძე "ხალხის ძალას" გუშინ, 4 ოქტომბერს შეუერთდა და ამასთან, პოსტივის 52%-იანი წილი 520 000 ლარად იყიდა.

"ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს. ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - „ქართულ ოცნებას" 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.

ორგანიზაციამ პირველად ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა. 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით კი გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო. მიმართვების მიუხედავად, ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობაზე სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან არ მომხდარა"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის კვლევა სრულად ვიქტორ ჯაფარიძის და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების და ასევე მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ იხილეთ აქ.


close დახურვა