logo
ENG



ლაიენი: გვინდა, საქართველო დაწინაურდეს და წარმატებული იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

07 ოქტ 202200:03
3 წუთის საკითხავი
clock 582
2022/10/06/hq1va87gg9j1siq.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს უნდა, საქართველო წარმატებული იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყანამ უნდა განაგრძოს რეფორმების განხორციელება.

ლაიენის თქმით, ევროკომისია მზადაა, საქართველოს 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკისკენ მიმავალ გზაზე მხარი დაუჭიროს. ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობის ერთგული რჩება.  

„კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან. ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგული რჩება.

ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატებული იყოს ევროკავშირისკენ თავის გზაზე. უნდა შენარჩუნდეს რეფორმების ძალისხმევა.

ევროკომისია მზადაა მხარი დაგიჭიროთ ამ პროცესში“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


close დახურვა