logo
ENG



მიკოლაივში კორპუსი დაბომბეს - მაშველებმა 11 წლის ბიჭი გამოიყვანეს, ის 6 საათი ნანგრევებში იყო

13 ოქტ 202211:04
3 წუთის საკითხავი
 

ღამით რუსებმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - მაშველებმა კორპუსიდან 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს, რომელიც ნანგრევებში 6 საათი იმყოფებოდა. ინფორმაციას მიკოლაივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

ბავშვს სამედიცინო დახმარება უტარდება. 

"ღამით ქალაქი მიკოლაივი S-300 რაკეტებით დაბომბეს. ერთ-ერთი რაკეტა ხუთსართულიან შენობას მოხვდა. ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს. ბავშვმა ნანგრევების ქვეშ 6 საათი გაატარა"- ამბობს კიმი.

კიმის თქმითვე, ოკუპანტებმა მიკოლაივს S-300 ტიპის 8 რაკეტა ესროლეს. მისივე ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში კიდევ 7 ადამიანს ეძებენ.

 


close დახურვა