
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 70% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ მხარს უჭერს, ხოლო 64% ნატო-ში გაწევრიანებას მტკიცედ ემხრობა.
კითხვაზე - მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 15% ნაწილობრივ ეთანხმება; 3% ნაწილობრივ ეწინააღმდეგება; 7% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ხოლო 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კითხვაზე - მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 14% ნაწილობრივ ემხრობა, 5% ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 12% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 5%-ს კი პასუხი არ აქვს.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.