logo
ENG



გაერო: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 6595 ადამიანი დაიღუპა

22 ნოე 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock 306
2022/11/22/201uaz090hzr04x.jpg

გაეროს ანგარიშის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 6595 ადამიანი დაიღუპა, 10 189 კი დაშავდა.

როგორც გაერო აღნიშნავს, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილისა და დაშავების ძირითადი მიზეზი რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო და საჰაერო დარტყმებია. დაღუპულთა შორის 2575 მამაკაცია, 1767 ქალი, 172 გოგო, 206 ბიჭი, 37 ბავშვი და 1838 ზრდასრულია.

ნოემბრის დასაწყისიდან 95 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 305 კი დაშავდა. ყველაზე მეტი დაღუპული ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში დაფიქსირდა.

გაეროს განცხადებით, მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტიც იყოს, რადგან ბრძოლის ველიდან ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ. საუბარია მარიუპოლზე, იზიუმზე, ლისიჩანსკზე, პოპასნასა და სევეროდონეცკზე.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 437 ბავშვი დაიღუპა. ხარკივის, დონეცკისა და ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე კი 700 უკრაინელის ცხედარია ნაპოვნი.


close დახურვა