logo
ENG



პუტინი: რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწესება გლობალური ბაზრისთვის სერიოზულ შედეგებს მოიტანს

24 ნოე 202220:49
3 წუთის საკითხავი
clock 618
პუტინი: რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწესება გლობალური ბაზრისთვის სერიოზულ შედეგებს მოიტანს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას გლობალურ ენერგეტიკის ბაზარზე სერიოზული შედეგები მოჰყვება.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ერაყის პრემიერმინისტრთან დიალოგში ისაუბრა.

„სიტუაცია ეხებოდა რამდენიმე დასავლური ქვეყნის მხრიდან რუსული ნავთობს ნედლ მასალის ფასზე შეზღუდვების დაწესებას. ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საბაზრო ურთიერთობების პრინციპებს და სავარაუდოა, რომ გლობალური ენერგეტიკის ბაზრისთვის სერიოზულ შედეგებამდე მოიტანს“ - წერია პრესრელიზში.

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერ არ განსაზღვრულა ეს ფასი. გუშინ ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია და ქვეყნების უდიდესი ნაწილი მონაწილეობაზე თანახმაა, თუმცა საერთო კონსენსუსი ჯერ არაა მიღწეული.

აღმოსავლეთ ევროპის ნაწილმა მოითხოვა, რომ რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი ახლანდელ საბაზრო ფასზე მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა განაგრძოს უკრაინაში ომის დაფინანსება.

23 ნოემბრის მონაცემებით, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 ბარელი ნავთობის ფასი 62-63 დოლარი იყო. საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა კი მხარს ბარელზე 65-70 დოლარის ფასის დაწესებას უჭერენ, რაც დიდი შვიდეულის შეთავაზებულ ფასს ემთხვევა.


close დახურვა