logo
ENG



უკრაინისთვის NASAMS-ის წარმოება დაიწყება - პენტაგონმა კონტრაქტს ხელი მოაწერა

01 დეკ 202208:32
3 წუთის საკითხავი
clock 484
2022/12/01/ahs0ghq69dek8jh.png

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის ფარგებშიც უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის წარმოება დაიწყება.

კონტრაქტის ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. პენტაგონის ინფორმაციით, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია Raytheon Technologies Co-სთან (RTX.N) და სულ 6 საჰაერო თავდაცვის სისტემა დამზადდება.

"სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი, სავარაუდო დასრულების თარიღით 2025 წლის 28 ნოემბერი", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.


close დახურვა