logo
ENG



კლევერლი: სიფრთხილეა საჭირო, თუ "სამშვიდობო" მოლაპარაკებების ინიციატორი პუტინი იქნება

03 დეკ 202216:43
3 წუთის საკითხავი
clock 301
2022/12/03/zkmkefbyccs6opr.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, სიფრთხილეა საჭირო, თუ "სამშვიდობო" მოლაპარაკებების ინიციატორი პუტინი იქნება.

კლევერლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებების თემა, შესაძლოა, ახალი შეტევის დაწყებამდე, თავისი ჯარების რეზერვების შესავსებად გამოიყენოს.

"რეალურად, პუტინი მოლაპარაკებას გამოიყენებს მეტი ჯარის მოსამზადებლად, მეტი საბრძოლო მასალის დასამზადებლად.

საქმე ის არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად, თუ "სამშვიდობო" მოლაპარაკებები - და მე ვიყენებ სიტყვას "მშვიდობა" ბრჭყალებში - წამოწყებული იქნება ვლადიმერ პუტინის მიერ", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.


close დახურვა