უკრაინის ეროვნული პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ოლექსი სერგეევის განცხადებით, რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ხერსონის, დონეცკის, მიკოლაივის და ხარკივის ოლქებში უკრაინის პოლიციამ უკვე 1 116 ადამიანის ცხედარი იპოვა, მათ შორის 31 ბავშვია.
მისივე თქმით, გუშინ ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე სამი ცხედარი იპოვეს.
