logo
ENG



კრემლი: თუ აშშ უკრაინას Abrams-ებს გადასცემს, ისინი ისევე დაიწვება, როგორც სხვა ტექნიკა

25 იან 202315:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/25/e0ik8z9lhd4842w.jpg

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თუ აშშ უკრაინაში Abrams-ის ტიპის ტანკებს გაგზავნის, "ისინი ისევე დაიწვება, როგორც დანარჩენები [სხვა ტიპის ტექნიკა]".

"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა, ეს გეგმა საკმაოდ წარუმატებელია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ვიმეორებთ, რომ ეს ტანკები ისევე დაიწვება, როგორც ყველა სხვა. უბრალოდ ძვირია ისინი და პირველ რიგში, ეს ყველაფერი ევროპელ გადამხდელებს დააწვება მხრებზე.", - ამბობს პესკოვი.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემისკენ იხრება. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გახდეს ცნობილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იქნება გერმანიასთან უფრო ფართო დიპლომატიური შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ბერლინი დათანხმდება მცირე რაოდენობის Leopard 2-ების გადაცემას და ამის უფლებას სხვა ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთსაც მისცემს. WSJ-ის ცნობით, თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.


close დახურვა