logo
ENG



ბორელი: უკრაინაში ჯარების გაგზავნა დღის წესრიგში არ არის და არც არასდროს ყოფილა

06 თებ 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock 372
2023/02/06/0vtfwdyn9y3guls.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინაში ჯარების გაგზავნა დღის წესრიგში არ არის და არც არასდროს ყოფილა.

"ჩვენ ომში შევიდოდით, ჯარი რომ გაგვეგზავნა [უკრაინაში], მაგრამ ეს დღის წესრიგში ნამდვილად არ არის და არც არც არადროს ყოფილა", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, ბორელი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნაში მონაწილეობენ ევროპის ქვეყნების სამხედროები, კერძოდ, დასავლური ტანკების ეკიპაჟები.

"ტანკებს უნდა ჰყავდეთ გაწვრთნილი ეკიპაჟები. მათი [არმიის ჯარისკაცების] წვრთნა უკვე დაიწყო ევროკავშირის სამხედრო მისიის ფარგლებში პოლონეთისა და გერმანიის სასწავლო ბანაკებში. ეს არ ჰგავს მანქანის მართვის სწავლას, ის რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალიზებულ ტრენინგს მოითხოვს", - განაცხადა ბორელმა.

2 თებერვალს, ბორელმა უკრაინის პრემიერმინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი კიდევ 15 000 უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს და შეიარაღებისთვის 25 მილიონ ევროს გამოყოფს.


close დახურვა