logo
ENG



კრამერი: გული მწყდება ოცნების პოზიციაზე, როცა საქმე ომს ეხება, თითქოს რუსეთის მხარეს არიან

20 თებ 202322:38
3 წუთის საკითხავი
clock 572
2023/02/20/weiuj6t250m2tw4.png

მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, როდესაც საკითხი ეხება რუსეთის ომს უკრაინაში. ეს არის არათანმიმდევრული მიდგომა იმ ქვეყნის მხრიდან, როდესაც თვითონ განიცადა შეჭრა 2008 წელს და კვლავ ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ. პრემიერმინისტრისთვის ის განცხადება, რაც მან გააკეთა, სხვა ოფიციალური პირებისთვის იმის თქმა, რაც მათ წარმოთქვეს, მესახება ისე, თითქოს ისინი არიან რუსეთის მხარეს.

უკრაინამ გამოხატა ძალიან დიდი იმედგაცრუება საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ მაღალი შეფასება მისცეს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომელიც გავიდა თბილისის ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად და ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. მე გულდაწყვეტას გამოვხატავ, რომ საქართველო ამ სიტუაციაში აღმოჩნდა და ნათლად მინდა განვაცხადო, არავის სურს ომის მასშტაბების გაფართოება და საქართველოს ომში ჩათრევა. ეს აბსურდული ბრალდებებია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები აჟღერებენ. ჩვენ გვინდა უკრაინამ გაიმარჯვოს და დაამარცხოს რუსეთი და გვინდა, რომ რუსეთი აღარ დაემუქროს უკრაინას და იმედი გვაქვს, აღარ დაემუქრება საქართველოსაც.


close დახურვა