logo
ENG



ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა

13 მარ 202323:54
3 წუთის საკითხავი
clock 407
2023/03/13/fubr84dx1z525qn.png

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ევროსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შემზღუდველი ზომები 2023 წლის 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

"ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები, რომლებიც მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან მუქარაზე"- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, ამჟამინდელი სანქციები ვრცელდება 1 473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე. სანქციები გულისხმობს შეზღუდვებს მოგზაურობაზე, აქტივების გაყინვასა და სანქცირებული პირებისათვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.


close დახურვა