logo
ENG



ოსტინი: 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს

15 მარ 202316:59
3 წუთის საკითხავი
clock 362

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს.

ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტეინ 10) შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.

"ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა აჩვენეს შესანიშნავი ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის შესაქმნელად.

ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტანკებით ამარაგებს, აგრძელებს ზრდას. ახლა 9 ქვეყანამ პირობა დადო, რომ 150-ზე მეტ Leopard-ის ტანკს მიაწვდის [უკრაინას]", - თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.


close დახურვა