logo
ENG



ყვარლის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

15 მარ 202318:47
3 წუთის საკითხავი
clock 625
ყვარლის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 49 წლის კაცი დაჭრეს - მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. ფორმულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა