logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

18 მარ 202314:11
3 წუთის საკითხავი
clock 204
2023/03/18/qlxo7i12u1qxyh5.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

"კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, წინა დღის განმავლობაში მტერი წარუმატებლად ცდილობდა ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევას", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 34 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 57. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 164 200 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა