logo
ENG



შოლცი პუტინის დაკავების ორდერზე: კანონზე მაღლა არავინ დგას

18 მარ 202316:02
3 წუთის საკითხავი
clock 428
2023/03/18/lyu27lcnho94rwl.jpg

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ეხმაურება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაფერისი ორგანოა. ფაქტია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და ეს უკვე ცხადი ხდება", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

"დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის დაკავების ორდერი გასცა: -ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და -ნი მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა",აღნიშნულია ICC-ის განცხადებაში.

საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.


close დახურვა