logo
ENG



კუბილიუსი ორდერზე: ეს არის სიგნალი რუსეთის ელიტისთვის და დასავლელი ლიდერებისთვის

18 მარ 202316:52
3 წუთის საკითხავი
clock 527
2023/03/18/lntfmdfb8szqcoh.jpg

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ეხმაურება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.

კუბილიუსის თქმით, ჰააგის სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთის ელიტას და ასევე, დასავლელ ლიდერებს.

"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინის დაკავებაზე სიგნალია: რუსეთის ელიტისთვის - 0 შანსი აქვთ დაუბრუნდნენ საერთაშორისო საზოგადოებას და გლობალურ ბაზრებს; დასავლელი ლიდერებისთვის - ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება ეჭვმიტანილთან ICC-სთვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

"დღეს2023 წლის 17 მარტსსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის დაკავების ორდერი გასცა-ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და -ნი მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა", - აღნიშნულია ICC-ის განცხადებაში.

საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.


close დახურვა