logo
ENG



ზელენსკი: დონბასში ბრძოლები საშუალებას მოგვცემს უკრაინას უსაფრთხოება დავუბრუნოთ

19 მარ 202310:32
3 წუთის საკითხავი
clock 392
2023/03/19/zehn2bo3sos3udb.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში ბრძოლები უკრაინას უსაფრთხოების დაბრუნების საშუალებას აძლევს.

"განსაკუთრებით მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ბახმუტს ყოველდღე იცავს. ბრძოლები იქ, დონბასის ამ მხარეში - ვუჰლედარში, ბახმუტში, მარინკაში, ბელოგოროვკაში, ავდეევკაში, კამენკაში - საშუალებას გვაძლევს დავუბრუნოთ უკრაინას უსაფრთხოება, მთელ ევროპას, ყველა ერს, რომელიც აფასებს მის თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას.

მადლობას ვუხდი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების თითოეულ ჩვენს ქვედანაყოფს, რომელიც პასუხობს ოკუპანტის თავდასხმებს ჩვენს ქალაქებზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში მძიმე ბრძოლები გრძელდება. 18 მარტის დღის დასაწყისიდან, ბახმუტის მიმართულებით 190-მდე რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. მტერი კვლავ ცდილობს ბახმუტის აღებას, რომელსაც უკრაინელი დამცველები რამდენიმე თვეა აკავებენ.


close დახურვა