logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 164 910 ჯარისკაცი დაკარგა

19 მარ 202311:23
3 წუთის საკითხავი
clock 386
2023/03/19/9nygh0iziz66i6v.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 164 910 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3532
  • ჯავშანტექნიკა - 6853
  • საარტილერიო სისტემა - 2568
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 507
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 268
  • თვითმფრინავი - 305
  • ვერტმფრენი - 290
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2159
  • ფრთოსანი რაკეტა - 907
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5408
  • სპეცტექნიკა - 262

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა