logo
ENG



იაპონიის პრემიერმინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის სამიტზე მიიწვია

21 მარ 202323:31
3 წუთის საკითხავი
clock 582
2023/03/21/fyuxyfylaqaq7rg.jpg

იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვია.

იაპონიის პრემიერმინისტრი დღეს კიევში ჩავიდა. კიშიდასთან მოლაპარაკებების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასუტრა, რომ ჰიროსიმაში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზე მიიწვიეს და განაცხადა, რომ სამიტს დისტანციურად დაესწრება.

ზელენსკიმ და კიშიდამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის მთავრობის მეთაურს "საერთაშორისო წესრიგის მტკიცე დამცველი და უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა".

იაპონიის პრემიერი 21 მარტს პირველად ჩავიდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 

კიშიდა კიევში ვიზიტით ყოფნისას ბუჩაში ჩავიდა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.


close დახურვა