logo
ENG



რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

22 მარ 202315:03
3 წუთის საკითხავი
clock 416
2023/03/22/e2tusfsy0ie7pc2.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 21 მარტს, რუსებმა დონეცკის ოლქის 4 მცხოვრები მოკლეს: 2 ქალაქ ჩასოვ იარში, 1 კრასნოგოროვკაში და 1 ბახმუტში. რეგიონში კიდევ 5 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

21 მარტის დილის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 1420 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3244 კი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა