logo
ENG



გენშტაბი: ბახმუტში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, რუსეთი ავდეევკასა და მარინკასკენ მიიწევს

22 მარ 202321:22
3 წუთის საკითხავი
clock 554
2023/03/22/t5tu2s1ywqpjja7.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, რუსული ძალები კი ავდეევკასა და მარინკასკენ მიიწევენ.

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების სრულად აღებაზე. მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებით.

სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტის სახმრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. მტერმა ასევე აწარმოა შეტევითი ოპერაციები ავდეევკას მიმართულებით, რათა კონტროლი დაემყარებინათ ავდეევკასა და მარინკაზე", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის თქმით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებს, ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებს და ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სარაკეტო თავდასხმას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 32 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.


close დახურვა