logo
ENG



რუსეთი აცხადებს, რომ ის სტრატეგიული ბომბდამშენების წარმოებას ზრდის

24 მარ 202318:07
3 წუთის საკითხავი
clock 558
2023/03/24/laa8go7gg1jfnpl.png
Federico Parra/AFP/Getty Images

რუსეთის სახელმწიფო სამრეწველო კორპორაციის Rostec-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაზანის თვითმფრინავების სამშენებლო ქარხანა აძლიერებს Tu-160M სტრატეგიული ბომბდამშენების მოდერნიზებული ვერსიის წარმოებას.

"ქარხანა აწარმოებს განახლებულ სტრატეგიულ რაკეტმზიდებს Tu-160M. მათი წარმოების განახლების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო. განახლებულ თვითმფრინავებს მნიშვნელოვნად აქვთ გაფართოებული საბრძოლო შესაძლებლობები, აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი. პლატფორმის შემდგომი განვითარება შესაძლებელს გახდის მის გამოყენებას ახალი ტიპის იარაღებისთვის, მათ შორის მოწინავეებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ზრდის ძალისხმევას მეტი იარაღის წარმოებისთვის. პუტინმა თქვა, რომ იარაღის "დამატებითი მოცულობის" წარმოების გაზრდა "სასწრაფოდ საჭიროა".


close დახურვა