logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 169 890 ჯარისკაცი დაკარგა

25 მარ 202314:18
3 წუთის საკითხავი
clock 350
2023/03/25/iyimxtjk4yvk4ed.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 169 890 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3580
  • ჯავშანტექნიკა - 6932
  • საარტილერიო სისტემა - 2623
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 520
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 276
  • თვითმფრინავი - 305
  • ვერტმფრენი - 291
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2214
  • ფრთოსანი რაკეტა - 911
  • გემი/ნავი - 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 5483
  • სპეცტექნიკა - 279

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა