logo
ENG



ISW: ინფორმაცია უკრაინის შესაძლო კონტრშეტევის შესახებ რუსეთში "შეშფოთებას" იწვევს

25 მარ 202314:53
3 წუთის საკითხავი
clock 393
2023/03/25/gx37j8us0hmrtkm.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ინფორმაცია უკრაინის შესაძლო კონტრშეტევის შესახებ რუსეთში "მნიშვნელოვან შეშფოთებას" იწვევს.

ინსტიტუტის თქმით, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში სულ უფრო ხშირად ისმის ცნობები უკრაინის შესაძლო კონტრშეტევის მომზადების შესახებ. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდოამრის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა 24 მარტს განაცხადა, რომ რუსეთმა იცის უკრაინის კონტრშეტევის მომზადების შესახებ და აგრესორი ქვეყნის გენერალური შტაბი ამაზე გადაწყვეტილებებსა და პასუხებს ამზადებს.

ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ე.წ. "დიდი" რუსული საგაზაფხულო შეტევა, როგორც ჩანს, კულმინაციას უახლოვდება და რუსული მედია სივრცე რუსეთის ოპერაციების შენელებასა და უკრაინის ინიციატივას "შეშფოთებით" ეხმაურებიან.

"რუსეთის სამხედრო სარდლობას დასჭირდება ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობის გადატანა ფრონტზე, რათა თავიდან აიცილოს კულმინაცია ან დაიწყოს ახალი შეტევითი ოპერაციები, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ძალები არსებობდეს საკმარისი რაოდენობით ორივეს გასაკეთებლად", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.


close დახურვა