logo
ENG



ხერსონის მუდმივი დაბომბვის გამო, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

25 მარ 202316:29
3 წუთის საკითხავი
clock 655
2023/03/25/tlhab9n6odz84u0.jpg

ხერსონის საქალაქო საბჭო ქალაქის მუდმივი დაბომბვის გამო, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

"რუსული ჯარები აგრძელებენ ჩვენი ტერიტორიული ნაწილის ტერორს. ყველაზე მეტად დნეპრთან მდებარე დასახლებები ზარალდებიან. მუდმივი თავდასხმების გამო, იქ თითქმის შეუძლებელია სტაბილური სითბოს და წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

საუკეთესო ვარიანტი საკუთარი თავის და თქვენი საყვარელი ადამიანების დასაცავად, არის ევაკუაცია უსაფრთხო რეგიონებში", - აცხადებს ხერსონის საქალაქო საბჭო.

24 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი კიდევ ერთხელ დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 მარტს განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 50-ზე მეტი სოფელი თითქმის მთლიანად გაანადგურეს.


close დახურვა