logo
ENG



ფედოროვი: რუსები ზაპოროჟიეში მოსახლეობის ბინებსა და სახლებში მასობრივ ჩხრეკას აწარმოებენ

25 მარ 202317:54
3 წუთის საკითხავი
clock 441
2023/03/25/tqpesvs6a0jjl4r.jpg

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსები ზაპოროჟიეში მოსახლეობის ბინებსა და სახლებში მასობრივ ჩხრეკას აწარმოებენ.

"ბინებსა და სახლებში მასობრივ ჩხრეკას აწარმოებენ. დღეს დილით მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანს ალყა შემოარტყეს. ადგილობრივ მოსახლეობას შორის იძულებითი პასპორტიზაცია სულ უფრო მეტად იზრდება", - თქვა მელიტოპოლის მერმა.

ფედოროვის თქმით, რუსი ოკუპანტები ემზადებიან ევაკუაციისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემთხვევაში. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალები უკვე ერთი კვირაა, რაც ევაკუაციის საკითხს განიხილავენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა