logo
ENG



ჩერევატი: რუსები ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით უფრო ფრთხილად მოქმედებენ, ვიდრე ბახმუტში

25 მარ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock 528
2023/03/25/6v7iktea37broyw.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსები ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით უფრო ფრთხილად მოქმედებენ, ვიდრე ბახმუტში.

"რუსი ოკუპანტები ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით ძირითადად იყენებენ თავიანთი ჯარის რეგულარულ ქვედანაყოფებს და უფრო ფრთხილად მოქმედებენ, ვიდრე ბახმუტის რეგიონში.

დანაკარგები აქ [ლიმანი-კუპიანსკი] გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბახმუტის მიმართულებით. ამიტომაც, მათ არ აქვთ პროგრესი. ამის მიუხედავად, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერი აქტიურობს", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.

უკრაინის ცნობით, ბახმუტი ყველაზე სასტიკი ბრძოლების ეპიცენტრად რჩება. შეიარაღებული ძალები უარყოფს ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციას, რომ ფრონტის ამ სექტორზე ოკუპანტების შეტევა შეჩერდა. უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია.


close დახურვა