logo
ENG



ერმაკი: რუსებმა ჩასოვ იარი და ტორეცკი დაბომბეს, 2 ადამიანი დაიღუპა

25 მარ 202319:34
3 წუთის საკითხავი
clock 513
2023/03/25/apjor1t6559zbvo.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

"რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩასოვ იარი და ტორეცკი. ქალაქ ჩასოვ იარში კაცი დაიღუპა, ტორეცკში კი ტერორისტებმა ქალი მოკლეს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

21 მარტის დილის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 1420 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3244 კი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა