logo
ENG



ზელენსკი: აგრესორმა სახელმწიფომ სლოვიანსკი დაბომბა, არის დაღუპული და ათობით დაშავებული

27 მარ 202313:56
3 წუთის საკითხავი
clock 569
2023/03/27/lx2musjjgji5kuj.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბეს.

"კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლოვიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის დაღუპული და [ათობით] დაშავებული.

მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაზიანებებს. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. ყველა, ვინც ამ აგრესიაში მონაწილეობს, აგებს პასუხისმგებლობას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამჟამად, ცნობილია, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.


close დახურვა