logo
ENG



სტანო: ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას

27 მარ 202316:47
3 წუთის საკითხავი
clock 568
2023/03/27/q7mdnwxhr01671n.jpg

ევროკავშირის სპიკერი საგარეო საკითხებში, პიტერ სტანო აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

"ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას მოვლენების განვითარებასთან ერთად... პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადებები გვერდზე გადავდოთ და ასევე მოვისმინოთ, თუ რას იტყვის ბელარუსული მხარე, ლუკაშენკოს რეჟიმი, რომელიც უკვე ამ ბარბაროსული უკანონო აგრესიის თანამონაწილეა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ესკალაციას, საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და არ დარჩება შეუმჩნეველი [ევროკავშირის] წევრი ქვეყნებისთვის", - თქვა ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საკითხებში.

25 მარტს, კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Russia 24-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი. პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.


close დახურვა