logo
ENG



მიშელი: წლის ბოლოს მოლდოვის, უკრაინის, საქართველოს EU-ს წევრობაზე მოლაპარაკებებს განვიხილავთ

29 მარ 202312:43
3 წუთის საკითხავი
clock 804
2023/03/29/582gmvhxcfyshuu.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ევროკომისიის მომდევნო ანგარიშის საფუძველზე, წლის ბოლოს, შესაძლოა, ევროკავშირმა აპლიკანტ ქვეყნებთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს.

ამის შესახებ შარლ მიშელმა 28 მარტს კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, ის წლის ბოლოსთვის ჟენევის საბჭოზე დააყენებს მოლდოვასთან, უკრაინასთან და საქართველოსთან  მოლაპარაკებების დაწყების საკითხს.

"მომდევნო თვეები იქნება მნიშვნელოვანი ერთი მხრივ ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს მომდევნო ანგარიში ევროკავშირში მოლდოვის, უკრაინის წევრობაზე და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და დასავლეთ ბალკანეთის დებატებზე. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ მე, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვაპირებ დავაყენო საკითხი საბჭოზე წლის ბოლოსთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაითვალისწინებს ევროკომისიის ანგარიშს და მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ამგვარი პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება წლის ბოლოს" - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, წევრობის მსურველ ქვეყანასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანასთან იწყებს წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს. ევროკომისია ადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს მონახაზს, რომელსაც ასევე ათანხმებს ევროკავშირის ყველა წვერ სახელმწიფოსთან.

მოლაპარაკებების ფარგლებში კანდიდატი ქვეყანა ემზადება ევროკავშირის კანონებისა და სტანდარტების მორგებისთვის. წევრობის მოლაპარაკებების მიზანი კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირის კანონმდებლობასა და კანდიდატ ქვეყანას შორის შესაბამისობის მიღწევაა.


close დახურვა