logo
ENG



გენშტაბი: ოკუპანტები ბახმუტზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა მტრის თავდასხმებს ვიგერიებთ

29 მარ 202321:05
3 წუთის საკითხავი
clock 535
2023/03/29/quffwezme9o07m0.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა უკრაინელები მტრის თავდასხმებს იგერიებენ.

"ბახმუტის მიმართულებით მტერი ნაწილობრივ წარმატებით აგრძელებს ქალაქ ბახმუტზე თავდასხმას. თუმცა ჩვენი დამცველები გაბედულად იკავებენ ქალაქს და მტრის მრავალრიცხოვან თავდასხმებს იგერიებენ", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის ორეხოვო-ვასილევკას რაიონში. მტერმა დაბომბა მინკოვკა, ორეხოვო-ვასილევკა, ბახმუტი, ჩასოვ იარი და ტორეცკი.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტის ტერიტორიის კიდევ 5% აიღეს და ახლა ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით 65% ოკუპირებული აქვთ. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსული ძალები ქალაქის ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობებს არ წყვეტენ.


close დახურვა