logo
ENG



ერმაკი: რუსებმა ავდეევკაზე ავიაიერიში მიიტანეს, რაკეტით საბავშვო ბაღს დაარტყეს

29 მარ 202321:43
3 წუთის საკითხავი
clock 419
2023/03/29/du3ozvpmbfehgwi.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებმა ავდეევკაზე ავიაიერიში მიიტანეს, რაკეტით კი საბავშვო ბაღს დაარტყეს.

"რუსებმა ავდეევკაზე ავიაიერიში მიიტანეს. რაკეტით საბავშვო ბაღს დაარტყეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

28 მარტს, ერმაკმა განაცხადა, რომ რუსების მხრიდან ტერორის ტაქტიკა არ იმუშავებს და მისი თქმით, უკრაინელებმა ყველა ოკუპირებული ტერიტორია უნდა დაიბრუნონ, მტერი კი სათანადოდ დასაჯონ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა